ოფიციალურად: ინგლისს დღეს ორი ფეხბურთელი გამოაკლდება

ოფიციალურად: ინგლისს დღეს ორი ფეხბურთელი გამოაკლდება

ბოლო დღეებში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეისონ მაუნტი და ბენ ჩილუელი იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ.

დღეს, ეს ინფორმაცია ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა. "ჩელსის" დუეტი ნაკრებს ჩეხეთთან მატჩში ვერ დაეხმარება.

მაუნტს და ჩილუელს იზოლაციაში ყოფნა კიდევ 6 დღით, 28 ივნისამდე მოუწევთ.

იზოლაციის მიზეზი ბილი გილმორის კოვიდ ვირუსია. შოტლანდიისა და ინგლისის მატჩის შემდეგ, ბილის კოვიდი დაუდასტურდა, მაუნტი და ჩილუელი კი მისი თანაგუნდელები არიან.

მეისონმა ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი ძირითადში დაიწყო და ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო, ჩილუელს კი მოედანზე 1 წამიც არ გაუტარებია.

1 თვის წინ
130 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 252
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

CODE: