გეგმა B - ვინ მოიაზრება ერლინგის შემცვლელად ?!

გეგმა B - ვინ მოიაზრება ერლინგის შემცვლელად ?!

ტომას ტუხელს ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი ელის. გუნდი ტრანსფერების მოლოდინშია, თუმცა გაოფიციალურებას და მოლაპარაკებებს ევრო 2020 უშლის ხელს.

"ჩელსი" ძალიანაა დაინტერესებული ერლინგ ჰალანდის კანდიდატურით, თუმცა "დორტმუნდში" ამტკიცებენ, რომ ამ ეტაპზე ნორვეგიელის გაყიდვა არ იგეგმება და მომავალ სეზონსაც ის ყვითელი მაისურით დაიწყებს.

Sport Witness-თან ინტერვიუში ტომას ტუხელმა დაასახელა გეგმა B - იმ შემთხვევაში, თუკი ჰალანდი ლონდონურ კლუბში არ მოვა ისინი აუცილებლად დაიწყებენ ხერარდ მორენოზე მუშაობას, რადგან გერმანელ სპეციალისტს ძალიან მოსწონს.

"ზაფხულში კიდევ უფრო შევეცდებით კლუბში ცვლილებები დავგეგმოთ და განვახორციელოთ. ყველანი ერთბაშად გადავწყვეტთ, თუ რა იქნება უკეთესი" - ამბობს ტომას ტუხელი.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ მან ჯერ კიდევ აპრილში მიუთითა "ჩელსის" ახალი ფეხბურთელების შეძენისკენ და ხერარდ მორენო შესაძლოა უკეთესი ვარიანტიც იყოს, რადგან შედარებით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე ნორვეგიელი.

 

 

1 თვის წინ
538 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 252
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

CODE: