ტომას ტუხელმა "ჩელსის" ესპანელი ფეხბურთელის შეძენაზე მიუთითა - AS

ტომას ტუხელმა "ჩელსის" ესპანელი ფეხბურთელის შეძენაზე მიუთითა - AS

"ჩელსის" გეგმებზე ყველას კარგად მოეხსენება. ისინი ძალიან ბევრი ფეხბურთელით ინტერესდებიან, თუმცა დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციამ გამოჟონა პრესაში.

გავლენიანი მედიის, AS-ის ინფორმაციით, ტომას ტუხელმა ლონდონური კლუბის უფროსობას ადამა ტრაორეს ტრანსფერის შესახებ მიუთითა, რომელიც ახლა "ვულვზის" ღირსებას იცავს.

ესპანელს ძალიან მრავალფეროვანი წარსული აქვს. ის კარიერას "ბარსელონაში" იწყებდა, თუმცა კატალონიურმა კლუბმა მისი გაშვება გადაწყვიტა და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაინტერესდა მისით, მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო - ინგლისურმა გუნდმა ადამა გუნდიდან არ გაუშვა.

წყაროში ნათქვამია, რომ "ჩელსი" აქტიურად მონაწილეობს აჩრაფ ჰაკიმის ტრანსფერში, თუმცა ისე ვერ მიდის საქმე, როგორც დაგეგმილი იყო. ძალიან დიდ კონკურენციას უწევს "პარი სენტ-ჟერმენი".

AS-ის თქმით ტომას ტუხელს ძალიან მოსწონს ტრაორეს ალტერნატივა და მაქსიმალურად ეცდება რის ჯეიმსს ღირსეული კონკურენტი მოუძებნოს. ესპანელი ერთ-ერთი ვარიანტია.

შეგახსენებთ, რომ ადამას "ვულვზთან" კიდევ 2 წელი აკავშირებს.

1 თვის წინ
360 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 252
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

CODE: