"ზოგჯერ ძალიან ბევრს დარბიხარ, მაგრამ..." - ჟირუმ თანაგუნდელი გააკრიტიკა

"ზოგჯერ ძალიან ბევრს დარბიხარ, მაგრამ..." - ჟირუმ თანაგუნდელი გააკრიტიკა

საფრანგეთის ნაკრებმა ამხანაგურ დაპირისპირებაში ბულგარეთი უშანსოდ დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმ დუბლი გაიფორმა და ბენეფისი შემოგვთავაზა.

თამაშის შემდეგ ტრადიციულად პრესკონფერენციაზე "ჩელსის" ფორვარდმა კომენტარი გააკეთა და საკმაოდ უცნაურიც. ის კილიან მბაპეს საკითხს შეეხო, მარტივად რომ ვთქვათ, გააკრიტიკა.

"ზოგჯერ ძალიან ბევრს დარბიხარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბურთი მაინც არ მოგდის. ვფიქრობ, წარსულში უფრო უკეთ ვუგებდით ერთმანეთს" - ნათქვამია ოლივეის ინტერვიუში.

L'Equipe-ის თქმით, მბაპე ამაზე ძალიან განრისხდა, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთება მაინც არ ისურვა, სამაგიეროდ დიდიე დეშამი შეეხო ამ საკითხს და მცირე კონფლიქტზეც მიგვანიშნა.

"თუ ფეხბურთელს მოვუწოდებ, რომ პასი გაგიკეთოს ის ვალდებულია ჩემი დავალება შეასრულოს. ამ ნაკრებში ყოველთვის ასეა.

თავდამსხმელი ამბობს, რომ ის დარბის ძალიან ბევრს, თუმცა ამის კეთება მისი თქმით, ნახევარდაცვას ევალება, იგივეს ამბობს ნახევარმცველების უმრავლესობა თავდამსხმელებზე.

ზოგჯერ ბურთი მოულოდნელად მოგივა, ზოგჯერ კი ამისთვის უნდა იბრძოლო, ეს არ ეხება მხოლოდ კილიანს, ეს ყველასთვის ასეა" - ამბობს დეშამი.

1 კვირის წინ
226 / 0
John Terry
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 237
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ