ტომას ტუხელმა 4 ფეხბურთელი მოითხოვა - ვინ არიან სიაში

ტომას ტუხელმა 4 ფეხბურთელი მოითხოვა - ვინ არიან სიაში

ტომას ტუხელისთვის ეს პირველი სატრანსფერო ფანჯარა იქნება "ჩელსიში". წლევანდელი ტრიუმფის შემდეგ, რომან აბრამოვიჩი მაქსიმალურად ცდილობს გერმანელ სპეციალისტს სურვილები დაუკმაყოფილოს.

Express-ის ინფორმაციით, "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა 4 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ძალიან სურს საკუთარ გუნდში, ესენია: ნიკლას ზიულე, რომელუ ლუკაკუ, აჩრაფ ჰაკიმი და დეკლან რაისი.

"ბაიერნის" მცველზე დიდი ხანია იწერება. ტომასს ძალიან სურს ბუნდესლიგიდან გამოცდილი მცველის დამატება, რომელსაც პრინციპში დიდი ხანია უწინასწერმეტყველებენ პრემიერ ლიგაში თამაშს.

იყო საუბრები ლუკაკუს დაბრუნებისა და ამის დიდი შანსიც იყო, თუმცა ვითარება შეიცვალა. ბელგიელი ახალ მწვრთნელს, ინძაგის ესაუბრა და ფორვარდი დარჩენაში დაარწმუნა.

დეკლან რაისზე დღითიდღე კიდევ უფრო ბევრი იწერება. "ვესთ ჰემის" ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს "ჩელსის" ერთ-ერთ ლიდერთან, მეისონ მაუნტთან. ახალგაზრდა ინგლისელი დიდი შანსია აქ ვიხილოთ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ის "ჩელსის" აღზრდილია.

კიდევ ერთი ვარიანტი აჩრაფ ჰაკიმია, რომელზეც უამრავი კლუბი იბრძვის და გამოკვეთილი ფავორიტი "პსჟ" არის. მაროკოელის პოზიციაზე ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი, სეზარ აზპილიკუეტა და რის ჯეიმსი ჰყავს ტუხელს.

2 კვირის წინ
552 / 0
John Terry
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 237
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ