როგორი იქნება ახალ სეზონში "ჩელსის" სასტარტო - ტუხელი ფეხბურთელებს ითხოვს

როგორი იქნება ახალ სეზონში "ჩელსის" სასტარტო - ტუხელი ფეხბურთელებს ითხოვს

ტომას ტუხელმა გუშინ ოფიციალურად გაახანგრძლივა კონტრაქტი 2024 წლამდე. შესაბამისად მას სურს ახალი პროექტი წამოიწყოს და რომან აბრამოვიჩის ფინანსური მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია.

გუნდი შესაძლოა ბევრმა ფეხბურთელმა დატოვოს: ემერსონი, ალონსო კეპა და ა.შ. მაგრამ მომსვლელების სიაც საკმაოდ დიდი უნდა იყოს და მეგა-ტრანსფერებისთვის მზადება გუნდმა აქედანვე უნდა დაიწყოს.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საულს "ატლეტიკოს" დატოვება სურს. ბუნებრივია, "ჩელსიმ" თავიდანვე დაიკავა თადარიგი და ინტერესი გამოთქვა. სავარაუდოდ მინიმუმ 70 მილიონი ესპანელის გადმობირებას უნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკაკუზე და კეინზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, ახლა ისე მოჩანს სიტუაცია თითქოს "არისტოკრატებისთვის" ორივე ვარანტი "ჩაიფუშა". ჰარიმ "სიტიში" გამოთქვა თამაშის სურვილი, ხოლო ბელგიელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის "ინტერში" ბედნიერა.

აქედან გამომდინარე, რჩება ერთი ვარიანტი ლაუტარო მარტინესის ვარიანტი. არგენტინელზე უკვე მეორე წელია აქტიურად იწერება, რომ "ნერაძურის" ტოვებს. კონტეს წასვლის შემდეგ ეს შანსები კიდევ უფრო გაიზარდა "ჩელსი" კი, როგორც იწერება მზადაა.

წარმოგიდგენთ Express-ის მიერ შემოთავაზებულ თერთმეტეულს.

მეკარე: მენდი

დაცვა: ჯეიმსი, რუდიგერი, სილვა ჩილუელი.

ნახევარდაცვა: კანტე, საული, მაუნტი

შეტევა: ვერნერი, ლაუტარო, ჰავერცი.

2 კვირის წინ
569 / 0
John Terry
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 237
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ